ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ავეჯის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია შპს „ჩემი სახლი“ აერთიანებს ავეჯის, დეკორის და ტექსტილის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „ლაბორატორია ჩემი სახლი“, “Naterial”, „კარე“, “Sleep&Bed”, „აი სი არ ჰოუმ ბათუმი“ და ონლაინ მაღაზია ICRHOME.GE. კომპანიის სავაჭრო ობიექტები მდებაორებს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა კარიერული ზრდის და განვითარების.